ვარკეთილში ორი ახალგაზრდის მოკვლის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება.
არსებული ცნობით, ერთ-ერთ გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის შეკამათება არაერთხელ მომხდარა. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილმა არაერთხელ სცადა დამნაშავის პროვოცირება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი აუცილებელი მოგერიების ქვეშ იყო.
“შევიდნენ მასთან სახლში და დაუწყეს ცემა. ბრალდებული არის ნაცემი. კანონიერად გაფორმებული იარაღიდან მას შეეძლო, რომ მოეგერიებინა თავდამსხმელები. სრულად დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ დადგინდება, რომ ბრალდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და სხვაგვარად არ შეეძლო მოქმედება”, – აცხადებს ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი.
“სროლა ვერ გავიგე. პოლიციის ბევრი მანქანა რომ დავინახე, მაგან მიიქცია ჩემი ყურადღება. [დამნაშავე] ახალი მეზობელია და ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ბაჩო არ იყო კონფლიქტური ადამიანი”, – აცხადებს მეზობელი.
დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
ამ დროისთვის ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.