თბილისში ორი პირი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარკეთილში მოხდა, რომლის მიზეზიც მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გახდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები