სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ვიტალი გუგუჩია POSTV-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

როგორც „კვირას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან] დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები