„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას წყალი შეასხეს.
გიორგი ვაშაძე ტრიბუნასთან იდგა, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.
„ყოჩაღ, მადლობა. ბრავო, აი, ეგ ხართ. არაუშავს. ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.