ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა
მსახიობი ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ის დრო დამიდგა, სასამართლოში მიბარებენ, თან 41-ე დარბაზში… და მეგობრები მილოცავენ 500-ლარიან ჯარიმას (ან ჯარიმა, ან 15 დღე პატიმრობა უნდა აერჩია მოსამართლეს)“, – წერს ნატალია ყიფშიძე.
ნატალია ყიფშიძე სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის საქმეზე დაიბარეს.
მას გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ.