რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილზე: მოვა დრო და ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში

მოვა დრო და მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„საქართველოში მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ამიტომ ეს დღე აუცილებლად დადგება, როდესაც ის [მიხეილ სააკაშვილი] გადაყვანილი იქნება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები