“სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.
„სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა! დეტალებს საზოგადოებას მალე შევატყობინებთ“, – წერს მინისტრი.