რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, სკვერში 5 გასროლის ხმა გაიგონა.
მისი თქმით, ადგილზე მისულს ორი ადამიანის ცხედარი დახვდა. მისივე თქმით, ქალები თავდასხმის მომენტში ბავშვთან ერთად იმყოფებოდნენ.
„ხუთი გასროლის ხმა იყო. ვნახეთ ორი გარდაცვლილი, აქეთ კი ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე. ბავშვი უვნებლად იყო. ახალგაზრდა, გამხდარი ბიჭი იყო. არ გაიქცა. ამბობენ, თვითონ დარეკაო”, – აცხადებს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.