სტოლტენბერგი: ნატოს ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის კრიტიკული საჭიროებების შესახებ აცნობა.

„ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ და უზრუნველყონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ნატომ გამოავლინა არსებული შესაძლებლობები ალიანსის მასშტაბით. არის სისტემები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები