მაკრონი აცხადებს, რომ დაფიქრდება უკრაინაში სახმელეთო ჯარების შეყვანაზე, თუ რუსეთი ფრონტის ხაზს გაარღვევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დაფიქრდება უკრაინაში სახმელეთო ჯარების შეყვანაზე, თუ რუსეთი ფრონტის ხაზს გაარღვევს.

ამის შესახებ მან The Economist-თან ინტერვიუში თქვა.

“საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც სამხედრო ინტერვენციებს ახორციელებდა, მათ შორის, ცოტა ხნის წინაც. საჰელში, ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ, რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე განვათავსეთ. ეს სუვერენული სახელმწიფოების თხოვნით გავაკეთეთ. რუსებს ფრონტის ხაზი რომ გაერღვიათ და უკრაინის მხრიდან განაცხადი რომ ყოფილიყო, საკითხი აუცილებლად უნდა დაგვეყენებინა”, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, თუ რუსეთი შორს წასვლას გადაწყვეტს, ევროპის ყველა ლიდერს მოუწევს, საკითხი საკუთარ თავს დაუსვას.

“ვფიქრობ, აპრიორი ამის გამორიცხვა ნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის მოვლენებიდან გაკვეთილი ვერ გამოვიტანეთ. 2022 წლის ნატოს სამიტზე ტანკების, შორი რადიუსის რაკეტების, თვითმფრინავების მიწოდებას გამოვრიცხავდით. ამჟამად, ამ პროცესში ვიმყოფებით, ამიტომ, დანარჩენის გამორიცხვა არასწორია”, – განმარტა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები