ესტონელი დეპუტატი ტალინიდან კიევში ველოსიპედით ჩავიდა

ესტონელი დეპუტატი, სახელმწიფო თავდაცვის საკითხთა კომისიის, უკრაინა-ესტონეთის საპარლამენტო ჯგუფის წევრი – კრისტო ენ ვაგა ტალინიდან კიევში ველოსიპედით ჩავიდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ტალინიდან კიევამდე ველოსიპედით ჩამოვედი, რომ მხარდაჭერა უკრაინელ მცვლელებს გამოვუხატო”, – დაწერა მან.

კრისტო ენ ვაგამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ამ მგზავრობის დროს მხარდაჭერას უცხადებდა და უკრაინის მხარდასაჭერად შენატანი გააკეთა.

თანხების შეგროვება ორგანიზაცია NAFO-სთან კოორდინაციით ხდება.

ტალინიდან კიევამდე მანძილი 1700 კილომეტრს შეადგენს, ესტონელი დეპუტატის ხელმძღვანელობით ჯგუფი ტალინიდან 26 აპრილის დილის 08:00 საათზე დაიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები