ირანში ბოლო ორ კვირაში სიკვდილით 60-ზე მეტი პატიმარი დასაჯეს

ირანში 17 აპრილიდან -1-ელ მაისამდე პერიოდში სიკვდილით 63 პატიმარი დასაჯეს.

ამის შესახებ ოპოზიციური Radiofarda ირანული უფლებადამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარე მაჰმუდ ამირი-მუკადამზე დაყრდნობით იტყობინება.

აღინიშნა, რომ სიკვდილით დასჯა ყოველ 5 საათში ერთხელ ხდებოდა.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ირანის სხვადასხვა ციხეში სიკვდილით 171 ადამიანი დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები