მარნეულში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან უკანონო საშუალების – ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას. სამართალდამრღვევებს უკანონო ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 34 კილოგრამზე მეტი თევზი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები