“ჰამასი” ღაზის სექტორში ზავის მისაღწევად კაიროში მოლაპარაკებებისთვის ჩავა

“ჰამასის” დელეგაცია ღაზის სექტორში ზავის მისაღწევად მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უახლოეს დროში კაიროში ჩავა.

ამის შესახებ “ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ხანიამ განაცხადა.

“ხანია ადასტურებს, რომ “ჰამასის” დელეგაცია უახლოეს დროში ეგვიპტეში ჩავა, რათა მიმდინარე მოლაპარაკება დაასრულოს და შეიმუშაოს შეთანხმება, რომელიც ისრაელის აგრესიას შეაჩერებდა, ამავე დროს, ჩვენი ხალხის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხანია დასძენს, რომ “მოძრაობაში დადებითად უყურებენ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და მის შესწავლას აგრძელებენ”.

29 აპრილს გახდა ცნობილი, რომ “ჰამასის” დელეგაციამ კაირო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები