სოხუმის ცენტრში სროლა იყო – ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია

ოკუპირებული სოხუმის ცენტრში გვიან ღამით სროლა მოხდა, რომლის შედეგად ო.ვ. ფილიაა დაჭრილი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გადაკეტილი იყო ლეონისა და ლაკობას ქუჩები. ე.წ. შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა საგანგებო თათბირი გამართა და მომხდარის უმოკლეს დროში გამოძიების განკარგულება გასცა.

ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა, ჯერ დაკავებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები