ოკუპანტების დარტყმის შედეგად, ჩერნიგოვში 8-სართულიანი შენობა დაინგრა, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნიგოვზე მიტანილი სამი დარტყმის შედეგად, 8-სართულიანი შენობა დაინგრა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსეი კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია.

რაც შეეხება შენობას, საუბარია “სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტზე”, თუმცა, დაზუსტებული არ არის.

გარდა ამისა, კულებას ინფორმაციით, დაზიანებული 4 მაღალსართულიანი შენობა, საავადმყოფო, უმაღლესი სასწავლებლის შენობა და ათობით ავტომობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები