სატარიფო და სავაჭრო ომები ძირს უთხრის ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებებს – ჩინეთის პრეზიდენტი

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტარიფები და სავაჭრო ომები ძირს უთხრის ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, აზიანებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგზე გავლენას ახდენს.

ეს კომენტარი ძინპინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ჩინეთში 22-24 აპრილს სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.

ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან, რათა დაიცვას საერთაშორისო სისტემა გაერო-სთან ერთად და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე, მტკიცედ დაიცვას შესაბამისი ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები და დაიცვას საერთაშორისო სამართლიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები