“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობით მეათედ, საიუბილეოდ დამარცხდება” – არჩილ გორდულაძე

“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობით მეათედ, საიუბილეოდ დამარცხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ საერთოდ არ აინტერესებს თავისი ამომრჩეველი, არც მათი ნება და არც მათი პრობლემები.

“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უთქვამს რამე, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია? პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკონომიკა ჩამოშალონ და ფეიკებს ავრცელებენ. ამ ადამიანებს როცა გეგმა არ აქვთ, არჩევნებში მათი მონაწილეობაც უმნიშვნელოა. ისინი არჩევნებში მონაწილეობით მეათედ, საიუბილეოდ დამარცხდებიან.

ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო და ეს ყველაფერი შოუს ნაწილია, რითაც დავალების შესრულებას ცდილობენ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. მათი რეალობა ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებია. მათი ყველა განცხადება საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ქართველმა ხალხმა არაერთხელ უთხრათ დამაჯერებელი უარი. ამ უარს რომ ვერ ეგუებიან, ქართველი ხალხის დასჯას ცდილობენ, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის მიღებისას მოხდა. აქვთ ერთადერთი მცდელობა, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან მათ მხარს არ უჭერენ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები