ზელენსკის თქმით, ვატიკანში ტრამპთან შეხვედრა სურს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის და სურვილი აქვს, ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს.
“დიახ, ვისურვებდი, მზად ვარ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევხვდეთ პარტნიორებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს ამზადებენ.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე ვატიკანში ცოლთან ერთად გაემგზავრება.
უკრაინის ლიდერის თხოვნა ტრამპთან შეხვედრისთვის რამდენიმე დღის შემდეგ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო უარი თქვას უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებზე, თუ შეთანხმება მალე ვერ იქნება მიღწეული. გუშინ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზად იქნება განიხილოს „ცეცხლის უპირობო ან ნაწილობრივი შეწყვეტა“ ლონდონში, უკრაინის მოკავშირეებთან მოლაპარაკებების დროს.