ლონდონში დაგეგმილი უკრაინის ომის დასრულების საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე, დღეს, ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი წერს.

მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ ის მედიისთვის დახურული იქნება.

„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მედიისთვის დახურული იქნება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები