ღაზას სექტორში, სკოლის თავშესაფარზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის ძალებმა კონფლიქტის ზონაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე, რომელიც თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა, იერიში მიიტანეს. შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა.
მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ღაზას ქალაქ ტუფაშში მდებარე იაფას სკოლაზე საჰაერო თავდასხმისას, კარვები და საკლასო ოთახები დაიწვა. სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე ისრაელის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
სამოქალაქო დაცვამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის სასწრაფო მიმართვა გაავრცელა, რათა ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს დაეხმაროს, რადგან ადგილობრივი მედიკოსები ვერ ახერხებენ დაშავებულთა გამოყვანას.
ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის იერიშებს 30 ადამიანი ემსხვერპლა.