მცხეთაში, პატრონმა პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა – დაწყებულია გამოძიება

მცხეთაში, პატრონმა პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ძალიან ბევრი ვიდეო ჩამიგდეს, სადაც პიტბულებს აჩხუბებენ, ან აგლეჯინებენ ქუჩის ძაღლებს. ბევრი პიტბულის პატრონისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ძალიან ბევრს ზუსტად იმისთვის ჰყავს ეს ჯიში, რომ აჩხუბოს“, – დაწერა Facebook-ზე ცხოველთა დამცველმა, ტასო ლოსაბერიძემ.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები