უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების ჯარში გაწვევას აპირებს

გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ, 25-დან 60 წლამდე უკრაინელებს მოუწევთ, გამოცხადდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის ცენტრებში.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა – რუსტემ უმეროვმა WELT TV-სთან, Bild-სა და Politico-სთან ინტერვიუში თქვა.

უმეროვმა თქვა, რომ მათ წინააღმდეგ, ვინც გაწვევას ნებაყოფლობით არ დაექვემდებარება, სანქციების იქნება გამოყენებული.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, თუ რა უნდა მოჰყვეს მათ გამოუცხადებლობას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

Welt-ი წერს, რომ უკრაინის სარდლობა 450 000-დან 500 000 ჯარისკაცის მობილიზებას ითხოვს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება – ასეთი მასშტაბური მობილიზაცია მოხდეს უკრაინაში, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სენსიტიურ საკითხად“ დაასახელა.

უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხში სამართლიანობაა მნიშვნელოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები