კიევის მერი – მშვიდობისთვის უკრაინას, შესაძლოა, ტერიტორიის დათმობა მოუწიოს

მშვიდობის მისაღწევად უკრაინას შესაძლოა, რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწიოს,- ეს განცხადება კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.

“ერთ-ერთი სცენარი არის ტერიტორიების დათმობა. ეს სამართლიანი არ არის. თუმცა დროებითი მშვიდობისთვის, შეიძლება, გამოსავალი იყოს”, – თქვა კლიჩკომ.

ამასთან, მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი რუსეთის ოკუპაციას არასდროს მიიღებს.

მისივე თქმით, ზელენსკი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, მშვიდობის მისაღწევად მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს.

როგორც უცხოური მედია წერს, კლიჩკო ახლა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის უკრაინელი პოლიტიკოსია, რომელიც საჯაროდ მიუთითებს, რომ მის ქვეყანას, შესაძლოა, დროებით ტერიტორიის დათმობა მოუწიოს.

ამასთან, “ბიბისი” წერს, რომ კიევის მერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკური ოპონენტები არიან. მერმა არაერთხელ დაადანაშაულა პრეზიდენტი და მისი გუნდი მისი ავტორიტეტის შელახვის მცდელობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები