ლაშა ხუციშვილი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე: ცალსახად აღინიშნა საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი რეგიონში საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით

ცალსახად აღინიშნა საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი რეგიონში საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს საკმაოდ დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ. მისი თქმით, განიხილეს ყველა პრიორიტეტული საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში აშშ-სა და საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო მეტად დაახლოება, რომელიც, როგორც იცით ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის განახლების პროცესში. გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რასაც შეეხება განახლება. დადასტურდა, რომ საქართველოს პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ამ კუთხით. ჩვენ შევეხეთ ყველა იმ საკითხს საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით, რაც დღის წესრიგშია. ასევე, ცალსახად აღინიშნა, საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი რეგიონში საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს დიდი წარმატება ამ კუთხით და ის თანამშრომლობა, რომელიც გვაკავშირებს სახაზინო დეპარტამენტთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაგრძელებთ თანამშრომლობასა და მუშაობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები