მედია: უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი CIA-ს დირექტორის მოადგილის ვაჟი დაიღუპა

უკრაინაში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის მოადგილის, ჯულიან გლოსის ვაჟი დაიღუპა, რომელმაც კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა.

21 წლის მაიკლ გლოსი ამერიკელი სამხედროების შვილია.

2023 წლის აგვისტოში გლოსი რუსეთში ჩავიდა. რუსეთში მოგზაურობის შემდეგ, მაიკლი, სავარაუდოდ, მოხალისედ ჩაეწერა უკრაინის ომში. მისი სახელი გამოჩნდა მოსკოვის ერთ-ერთ მონაცემთა ბაზაში, სადაც მისამართად მითითებული იყო საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის პუნქტი იაბლოჩკოვის ქუჩაზე, ხოლო „ბინად“ – სამედიცინო შემოწმების კაბინეტი #302. ამ მისამართს უთითებდნენ უცხოელებს, რომლებიც ჩადიოდნენ მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გასაფორმებლად და მიემგზავრებოდნენ უკრაინაში საბრძოლველად.

მაიკლი 2024 წლის 4 აპრილს დაიღუპა, იტყობინება მისი ოჯახი ნეკროლოგში. მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები უცნობია. მაიკლის დაკრძალვა აშშ-ში 2024 წლის 21 დეკემბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები