არ მგონია, რომ უკრაინა ოდესმე NATO-ს წევრი გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ქვეყნის ლიდერი თვლის, რომ უკრაინის მხრიდან NATO-ში გაწევრიანების სურვილის გამოთქმა ომის დაწყების მიზეზი გახდა.
“არ მგონია, რომ NATO-ში შესვლას ოდესმე შეძლებენ. ვფიქრობ, ომი დაიწყო იმიტომ, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანებაზე ლაპარაკი დაიწყეს. ეს რომ არ განხილულიყო, გაცილებით მაღალი ალბათობა იქნებოდა, რომ ომი არ დაიწყებოდა”,- თქვა ტრამპმა.