ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს სხდომაზე პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რისთვისაც საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

“ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი ტექნიკური ხარვეზი გახდა სალაპარაკო თემა ოპოზიციის მხრიდან. ამ ხარვეზის გამო, ბუნებრივია, მეც ვინაწილებ პასუხისმგებლობას ტექნიკურ გუნდთან ერთად და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას”, – აღნიშნა ბათუმის მერმა.

ცნობისთვის, ბათუმის მერის საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები