აშშ-ში, ვირჯინიაში, წყალდიდობამ 12 წლის ბავშვი წაიღო, ის ამ დრომდე დაკარგულად ითვლება,- ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, მერილენდის შტატი ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა. ერთ-ერთი დაწყებითი სკოლიდან ნავების გამოყენებით 200 ადამიანი გადაარჩინეს.
მედიის ცნობით, ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც წყალმა სკოლის შენობის მეორე სართულამდე მიაღწია.
ევაკუირებულებს შორის 150 ბავშვი და 50 ზრდასრული ადამიანი იყო. სამაშველო ოპერაციაში 15 ნავი იყო ჩართული.
ასევე, წაქცეული ხეების გამო ვაშინგტონის ოლქში გზები გადაიკეტა.