უკრაინაში ნათლისღება ყოველ წელს 19 იანვრის ნაცვლად 6 იანვარს აღინიშნება
უკრაინაში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – ნათლისღება 19 იანვარის ნაცვლად ყოველ წელს 6 იანვარს აღინიშნება.
აღნიშნული უკავშირდება უკრაინის ეკლესიის ახალი იულიუსის კალენდარზე გადასვლას.
1-ელ სექტემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის ახალ კალენდარზე გადავიდა, შესაბამისად, ყველა საეკლესიო დღესასწაული ქვეყანაში ახალი სტილით, ანუ 13 დღით ადრე აღინიშნება.