“დადგა დრო, მივმართოთ პარლამენტის ბიუროს თხოვნით, რომ პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად განიხილოს საკითხი ჩვენი კომისიის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე” – წულუკიანი

“უკვე დადგა დრო, 10 აპრილის სხდომის შესაბამისად, მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს თხოვნით, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად განიხილოს საკითხი, ჩვენი კომისიის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე”, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ამისათვის, რეგლამენტის 66-ე მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტს, კოლეგებს პლენარული სხდომის ფარგლებში უნდა ვუთხრათ სტატისტიკურად, რამდენი სხდომა ჩავატარეთ. გარკვეული ანგარიში უნდა წარვადგინოთ, რას ვსაქმიანობდით. ეს ანგარიში თავისი ციფრებით შედგა. ჩვენ ანგარიშში ვამბობთ იმას, თუ როდის შევიკრიბეთ პირველად, როგორი იყო თავდაპირველი შემადგენლობა, შემდეგ შემოგვემატა ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე, რამდენი ცვლილება შევიდა დებულებაში, როდის, რამდენი სხდომა ჩატარდა. დღევანდელი დღის ჩათვლით, 13 თებერვლიდან, ჩვენს კომისიას 17 სხდომა აქვს ჩატარებული. ეს პატარა რიცხვი არ არის. ვამბობთ იმასაც, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულია 55 პირი, დღევანდელი დღის ჩათვლით, რაც ასევე არ არის ცოტა. აქედან, 30-მდე პირი იყო დაზარალებული. ამ რიცხვში არ იგულისხმებიან ის პირები, ვინც უარი თქვა გამოცხადებაზე. ჩვენ ანგარიშში შეგვაქვს მათი გვარ-სახელები, ის ფაქტიც, რომ შემდგომი რეაგირებისთვის მათი საქმეები პროკურატურას გადაეგზავნა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები