ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება

ვატიკანი აცხადებს, რომ მომდევნო პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება.

კათოლიკური ეკლესიის კარდინალები რომის ახალი პაპის ასარჩევად ვატიკანში შეიკრიბებიან.

წესისამებრ, კონკლავის თარიღი პაპის გარდაცვალებიდან 15-დან 20 დღემდე ინტერვალში უნდა დაინიშნოს.

კონკლავზე ხმის მიცემა მხოლოდ იმ კარდინალებს შეუძლიათ, რომლებიც პაპის გარდაცვალების ან მისი გადადგომის მომენტში 80 წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ. შესაბამისად, წელს კონკლავში 80 წელს მიუღწეველი დაახლოებით 135 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები