როდამ ჯანდიერისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება
30 აპრილს,17.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი სიმებიანი საკრავების მიმართულების პროფესორის, როდამ ჯანდიერისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს გაუძღვება მუსიკოლოგი თამარ წულუკიძე.