მაჭავარიანი – სალომე ზურაბიშვილზე: ფსონი იყო მასზე დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა

“ფსონი იყო მასზე [სალომე ზურაბიშვილზე] დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ქალბატონ ზურაბიშვილს უკვე რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკას” განუცხადა.
„ქალბატონი ზურაბიშვილი იყო გამაცენტრალიზებელი იმ ინსტრუქციების, რაც რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის გარედან მოდიოდა. ის უბრალოდ ამ ყველაფერს აცენტრალიზებდა. ამ ქალბატონზე იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სისხლიან რეჟიმთან რაიმე კავშირი ჰქონდა, შესაბამისად, სწორედ ამიტომ აირჩიეს მისი ფიგურა. დანარჩენები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ ასოცირდებიან ან სისხლიან რეჟიმთან, ან ბიზნესის რეკეტთან, ან ქვეყნის ღალატთან და ა.შ. ფსონი იყო მასზე [ზურაბიშვილზე] დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ქალბატონ ზურაბიშვილს უკვე რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ. ახალი ინსტრუქცია ან ჯერ არაა წამოსული [უცხოელებისგან], ან წამოვიდა – დრო მოვიდა, რომ „ჩავრეცხოთო“. უკაცრავად, როცა ამას ქალბატონზე ვამბობ. შესაძლოა, ინსტრუქციები წამოსულიც არ არის და ქაოსია. ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასულები“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები