თურქეთში მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი მეწყერს ემსხვერპლნენ 

თურქეთში, ქალაქ სამსუნში მეწყერი ჩამოწვა, რასაც მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევა სავაჭრო ცენტრთან მდებარე ავტო სამრეცხაოსთან მოხდა. მანქანაში ოჯახის ოთხი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ქალის გადარჩენა შეძლეს, იგი მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო 35 წლის მამაკაცი და მისი 5 და 7 წლის ქალიშვილები დაიღუპნენ.

გამოძიების ფარგლებში დააკავეს ბენზინგასამართი სადგურის პასუხისმგებელი მენეჯერი და მისი მფლობელი. გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები