ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთის ნაწილი ელექტროენერგიის მასიური გათიშვით დაზარალდა

ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგია მასობრივად გაითიშა, რამაც გარკვეული შეფერხებები გამოიწვია და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პორტუგალიის სახელმწიფო ენერგომიმწოდებელი კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გათიშვა ევროპულ ელექტროქსელში შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია, რამაც მაღალი ძაბვის ხაზებში ხარვეზების გამო გავლენა ესპანეთისა და საფრანგეთის რეგიონებზეც იქონია.

კონკრეტული მიზეზი, რამაც სამი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ესპანეთის ელექტროენერგიის ქსელის მმართველი კომპანია, Red Electrica აცხადებს, რომ ელექტრო ენერგიის აღდგენას შესაძლოა 10 საათი დასჭირდეს.

შემთხვევის გამო, ქვეყნების მასშტაბით აეროპორტები, მეტრო და სარკინიგზო ხაზები შეფერხებით მუშაობენ.

ევროკომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ესპანეთისა და პორტუგალიის ეროვნულ ხელისუფლებასთან გამომწვევი მიზეზების დასადგენად მუდმივ კონტაქტშია.

„ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. არსებობს პროტოკოლები სისტემის ფუნქციონირების აღსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები