“პარლამენტი გამართულად მუშაობს, ბევრი კანონია მიღებული, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას ემსახურება” – მაჭავარიანი

“პარლამენტი გამართულად მუშაობს, ბევრი კანონია მიღებული, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას ემსახურება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ოპოზიცია ჩვენ გვადანაშაულებს იმაში, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, დიდი ბოდიში, ერთპარტიული არ არის, საპარლამენტო ოპოზიცია არსებობს. მათთვის არაფერი აგვიკრძალავს, მათ ხალხმა 61 მანდატი მისცა. მათ პარლამენტში რომ ემუშავათ, სერიოზული ტრიბუნა ექნებოდათ, თუმცა მანდატების გაუქმება მოითხოვეს. დღეს, გაბოროტებულები არიან, რადგან ქუჩაში დარჩნენ. უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით, გეგმა მოამზადეს, რომელმაც არ გაამართლა და ახლა გულდაწყვეტილები არიან თავიანთ თავზეც და პატრონებზეც.

რა თქმა უნდა, ოპოზიციამ მანდატებზე უარის თქმით საკუთარი თავის ჰარაკირი ჩაიტარა, ამომრჩეველს იმედები გაუცრუა და ამომრჩევლის ნდობაც დაკარგეს. მათ სიებში ზოგი იმიტომ მოხვდა, რომ კონკრეტული თანხა ჰქონდა გადახდილი. ვიღაცამ შრომა გასწია, ხოლო ვიღაცა დეპუტატობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მათ რიგებში სერიოზული უკმაყოფილებაა. როგორც ჩანს, მათმა პატრონებმა ქართული რეალობა კარგად ვერ შეისწავლა, რადგან ისეთი გაიდლაინებით მოქმედებენ, რომელიც რეგიონალურია, მაგრამ საქართველო უნიკალური ქვეყანაა და ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები