დავით გარეჯის საქმეზე მინდია ჯანელიძე გამოიკითხა

დავით გარეჯის საქმეზე საქალაქო სასამართლოში კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე გამოიკითხა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დავით გარეჯის საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.

„ამ დეტალებს ბევრი ნიუანსი აქვს, ამიტომ ის ინფორმაცია, რაც მქონდა, სასამართლოს, გამოძიებას მივეცი და არამხოლოდ მე, ყველამ, ვისაც ამასთან შეხება ჰქონდა. შესაბამისად, ეს პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გაირკვეს ისე, როგორც ეს ჭეშმარიტებაა. ეს საკითხი და ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები