“გავაფრთხილეთ ისრაელის მთავრობა, რომ ვითარება სულ მალე აფეთქდებოდა, მაგრამ შეტყობინება არასათანადოდ შეაფასეს” – ეგვიპტის დაზვერვის წარმომადგენელი

ეგვიპტე, რომელიც ისრაელსა და “ჰამასს” შორის შუამავლის როლის ხშირად ასრულებს, არაერთხელ აფრთხილებდა “რაღაც დიდის” მოახლოებაში, თუმცა, დეტალების გარეშე.

ამის შესახებ The Times of Israel-ი ეგვიპტის დაზვერვის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ყურადღება დასავლეთ სანაპიროზე გაამახვილეს და ღაზას სექტორიდან მომავალი საფრთხეები სათანადოდ არ შეაფასეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა შედგება დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ებრაული დასახლებების მხარდამჭერებისგან, რომლებიც ითხოვენ უსაფრთხოების მკაცრ ზომებს ბოლო 18 თვის განმავლობაში იქ ძალადობის მზარდი ტალღის ფონზე.

„ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ სიტუაცია აფეთქდებოდა და ძალიან მალე და ის დიდი იქნებოდა. მაგრამ მათ ასეთი გაფრთხილებები სათანადოდ არ შეაფასეს“, – ამბობს ჩინოვნიკი ანონიმურობის პირობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები