შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კირსტი ნარინენს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და ფინეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, კერძოდ, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსა და მოლოდინებზე.
ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობასა და ვიზიტის შედეგებს. მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებასა და ამ მხრივ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები