სტიქია ლაგოდეხში – უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა (ფოტოგალერეა)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე „ლაგოდეხის ხევი“ და „შრომის ხევი“ ადიდდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა.

ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად. ადგილობრივი ტექნიკით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

„იმ შემთხვევაში, თუ კალაპოტებში წყლის დონე მოიმატებს, მობილიზებული გვყავს ტექნიკა, რომელიც სტიქიის პირველივე წუთიდან კალაპოტის ნაპირგამაგრებით სამუშაოებს ასრულებს. ჩვენი სამსახურები, საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული და ყველა შემთხვევაში მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები