„პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო“ – ონის კლინიკის ექიმი სტიქიის დღეს იხსენებს

ონის კლინიკის ექიმი რაჭაში მომხდარი სტიქიის დღეს იხსენებს.

როგორც ნიკა გურგენიძე ჰყვება, კლინიკაში პირველი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შევიდა პატარა ბავშვით, რომლებმაც სტიქიას გამოასწრეს.

„სტიქიის წინაშე ადამიანი უძლურია. რასაც ჰყვებოდნენ, იმხელა მასა წამოვიდა იქ, რომ ძალიან ძნელი სათქმელია ვის რა შანსი ექნებოდა გადარჩენის. პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო. გამოასწრეს მაგათ. სტრესი დიდია, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა გაიზარდა. უფრო მეტად გაცნობიერდა ის, რომ ადამიანი ადამიანის გვერდში დგომით არის ძლიერი“, – აცხადებს ექიმი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ამასთან, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები