თემურ მღებრიშვილი: თუკი დადგება დღის წესრიგში მოხალისეების საჭიროება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამ რესურსს გამოიყენებს
თუკი დადგება დღის წესრიგში მოხალისეების საჭიროება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამ რესურსს გამოიყენებს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მოხალისეების ჩართვის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.
„თუკი დადგება დღის წესრიგში მოხალისეების საჭიროება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც გამოიყენებს ამ რესურსს და ეს იქნება რესურსი, რომელიც ბაზებში გვაქვს დაფიქსირებული და დარეგისტრირებული. ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას“, – განაცხადა მღებრიშვილმა.