„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის მასშტაბით დაანონსებული შეხვედრა გამართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი, იმერეთის საბჭოს ხელმძღვანელ მარეხი ნიჟარაძესთან ერთად, ორგანიზაციის საბჭოს წევრებს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ქალებს შეხვდა.

“ქალთა ორგანიზაცია გამუდმებით ფართოვდება და სულ უფრო მეტ ძალასა და რესურსს იკრებს. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე პროექტები და ამავე დროს პრობლემური საკითხები, რომელთა განხორციელებაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმერეთის მოსახლეობისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები