თორნიკე ჭეიშვილი: თანამედროვე მსოფლიოში, გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით,  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს დაცვა გარე ჩარევებისაგან

“თანამედროვე მსოფლიოში, გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოთა დაცვა გარე ჩარევებისაგან; თუმცა გასაკვირია ის მიდგომა, რომელსაც მთელი რიგი სახელმწიფოები, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოები, შეიძლება დიდი ბრიტანეთი, იჩენენ თუნდაც საქართველოსთან მიმართებით,” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, თორნიკე ჭეიშვილი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას “გარე ჩარევას” ერთობლივი ძალებით ებრძოლონ.

“თითქოს არსებობს რამდენიმე რეალობა – ერთია, ერთგვარად დაწინაურებული, პრივილეგირებული სახელმწიფოების მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც მათთვის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სწორედაც გარე ჩარევებისგან თავის დაცვა და სუვერენიტეტის განმტკიცება, თუმცა, თითქოს არსებობენ ქვეყნები, მათ შორის, სამწუხაროდ, ისინი ხშირად გულისხმობენ საქართველოსაც, რომლებსაც, მათი აზრით, არ აქვთ უფლება იმისა, რომ იზრუნონ საკუთარ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ეს არის ორმაგი სტანდარტების გამოვლინება მათი მხრიდან,” – აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები