ერევანში, ქართული კულტურის დღეებზე, ჯგუფ „Goofy Land“-ის კონცერტი გაიმართა

ერევანში, ქართული კულტურის დღეებზე ჯგუფ „Goofy Land“-ის კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დიანა აბგარის პარკის საგამოფენო სივრცეში მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.
სომხეთის დედაქალაქში ქართული კულტურის დღეები 7 ივნისს, ანსამბლ „ერისიონის“ შოუ პროგრამით – „ქართული საგანძური“ და ქართული ტრადიციული სამოსისა და სამკაულების გამოფენით, დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები