კიტ კელოგი: რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს
,,რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს”, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლის ველის ხასიათის შეცვლა თამამ მოქმედებებს შეუძლია.
„ჩემი სამხედრო გამოცდილებით და ისტორიითაც ვიტყვი, რომ გამბედავ ლიდერობას და თამამ მოქმედებებს შეუძლია, შეცვალოს ბრძოლის ველის ხასიათი.
ეს მოვლენა შეიძლება, მშვიდობის იმპულსი გახდეს, მაგრამ ორივე მხარე უნდა იყოს ერთგული პრეზიდენტ ტრამპის მისიისადმი – შეაჩეროს სისხლის ღვრა და დაასრულოს ომი”, – აცხადებს კიტ კელოგი.