თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

თურქეთში, ყურბან-ბაირამის პირველ დღეს, 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მსხვერპლშეწირული ცხოველების დაკვლის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემიშოღლუ ავრცელებს.

მინისტრის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს 81 პროვინციაში 14 372-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში – 1 049-მა, სტამბოლში – 753-მა, კონიაში – 655-მა, გაზიანთეპში – 634-მა.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შესაწირავი ცხოველები პროფესიონალების მიერ უნდა დაიკლას. შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ არ შეუწირავთ ცხოველები, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს“, – განაცხადა ქემალ მემიშოღლუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები