კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
კონსერვატორიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგნენ იტალიელი კლარნეტისტი, იტალიის ქალაქ მესინას კონსერვატორიის პროფესორი – ჯუზეპე კორპინა, ქართველი კლარნეტისტი – კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი დიმიტრი ბოქოლიშვილი და პიანისტი, კონცერტმაისტერი თამარ კანდელაკი.
ბატონი ჯუზეპე კორპინა უკვე მეორედ სტუმრობს თბილისს. მან გასული ვიზიტის ფარგლებშიც ჩაატარა ძალიან ნაყოფიერი მასტერკლასები. ეს კონცერტიც სწორედ მაშინ დაიგეგმა. თავადვე შეარჩია პროგრამა და პარტნიორი მუსიკოსები.
ჯუზეპე კორპინა დაესწრო სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდას და 3, 5 და 6 ივნისს  მასტერკლასების სერია ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები