ზელენსკი: ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად საბავშვო პარკში, ის მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დახასიათება, როდესაც მან ქვეყნები ორ მებრძოლ ბავშვს შეადარა.

ABC News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ ვართ ბავშვები რომლებიც პუტინთან პარკში სათამაშო მოედანზე არიან… ის არის მკვლელი, რომელიც ამ პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა“.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც უკრაინაში არ იმყოფება, რთულია სრულად იგრძნოს უკრაინელების ტკივილი.

„და საქმე არ ეხება პრეზიდენტ ტრამპს, საქმე ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება,  ათასობით მილის დაშორებით – (მათ) არ შეუძლიათ სრულად იგრძნონ და გაიგონ ეს ტკივილი“, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები